ანოტაცია: ტროპიკებში ევროპიდან გადმოხვეწილი, სიმარტოვისგან
გაბეზრებული ექიმის ცხოვრებაში თეთრი ქალი
შემოიჭრება და ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება.
მაღალი საზოგადოების ქალბატონი დახმარებას −
არასასურველი ნაყოფის მოცილებას − სთხოვს, ექიმი კი
საზღაურად სიყვარულს სთავაზობს. შეურაცხყოფილი
ქალი მისგან გარბის... ექიმი ხვდება, ქალს ვეღარ
უშველის − ის განწირულია! ...