ანოტაცია: „სიკვდილი კრედიტით“ – ამ რომანზე საუბარი შეიძლებოდა ასე დაგვეწყო: გულახდილობა – 100%, კაცთმოძულეობა – 100%. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, აშკარად დაავიწყდათ, რომ ასე თუ ისე ზომიერების დაცვა ურიგო არ იქნებოდა; უკეთესი მომავლის იმედით აქ არავინ ცხოვრობს, არც ადამიანის კეთილშობილი თვისებებისა სწამთ. წიგნი ავტობიოგრაფიულია და უამრავი გამოგონილი დეტალითაა გაზავებული, ზუსტად ისე, როგორც მწერლის პირველ წიგნში „მოგზაურობა ღამის დასალიერში“. რომანი ღვარძლითა და სიძულვილითაა გაჟღენთილი; დიდი ტკივილითაც...