ანოტაცია: ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“ ცნობილი ანტიუტოპიური რომანია, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო. დღევანდელ გლობალიზებულ და პოპ-კულტურის სამყაროში ის გაცილებით აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. „საშიშიც კია იმის აღმოჩენა, ჰაქსლის რამდენი სატირული წინასწარმეტყველება იქცა რეალობად უმოკლეს ხანში“, - წერს The New York Review of Books.