ანოტაცია: ტრევორ მაკკინი სულაც არ ყოფილა გამორჩეული მოსწავლე.უსიხარულო ბავშვობა,მარტოხელა,ალკოჰოლიკი დედა და სკოლასა თუ ცხოვრებაში წარმატების ბევრად ნაკლები შანსი,ვიდრე მის თანაკლასელებს...ასეთი მონაცემებით,თითქოს ვერც სამყაროს შეცვლი და ვერც რამე ღირებულს შექმნი.მაგრამ ტრევორს ადამიანების მაინც სჯერა,სწამს,რომ თუ სიკეთეს დათესავ,კეთილი საქმეები გამრავლდება და აი,საზოგადოებათა მცოდნეობაში მიღებული კლასგარეშე დავალება ტრევორისთვის ის შთაგონება აღმოჩნდა,რომელმაც მის გულში ჩათესილი იმედის თესლი აღმოაცენა...