ანოტაცია: ევგენი ზამიატინი ის მწერალია, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, ,,გამორჩა" ქართველ მკითხველს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რომანი ,,ჩვენ" პირველი წიგნია,რომელიც საბჭოთა ცენზურას შეეწირა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზამიატინის სახელი კვლავ უცხო დარჩა ქართველი მკითხველისთვის.არადა ევგენი ზამიატინი და მისი უმთავრესი ნაწარმოები ,,ჩვენ" ჯორჯ ორუელის ,,1984" - ისა და ოლდოს ჰაქსლის ,,საოცარი ახალი სამყაროს" წინაპრად მიიჩნევა.