ანოტაცია: ამ წიგნში არ დაგხვდებათ ჩვეულებრივი ამბავი დასაწყისითა და დასასრულით, სიცილის ან ცრემლის მომგვრელი ჩახლართული სიუჟეტი; მაგრამ თუ გსურთ, ხელთ გქონდეთ გზამკვლევი, რომელიც ცხოვრების მძიმე წუ- თებს შეგიმსუბუქებთ, მაშინ პაულო კოელიოს ეს ნაწარმოები სწორედ შესაფერისია. მწერალი მინიშნებებით ცდილობს იმ გზის ჩვენებას, რომელსაც უნდა მისდიოს ადამიანმა, და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საყოველთაო ღირებულებებს."სინათლის მეომარია ის, ვისაც შეუძლია სიცოცხლის სასწაულს ჩაწვდეს, უკანასკნელ წუთამდე იბრძოლოს..."