ანოტაცია: ცნობილი ინგლისელი მწერალი, ესეისტი და კრიტიკოსი ვირჯინია ვულფი მე-20 საუკუნის ევროპული მოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „მისის დელოუეი“ (1925), „შუქურა“ (1927), „ორლანდო“ (1929), „საკუთარი ოთახი“ (1929). მწერლის პირველი ტექსტი 1915 წელს დაიბეჭდა, პირველი (და მის სიცოცხლეში ერთადერთი) მოთხრობების კრებული კი 1921 წელს გამოიცა.