ანოტაცია: „ქარბუქი“ პოსტმოდერნისტული რომანია, რომლის მთავარი პერსონაჟი ქარბუქია. იგი სუბიექტიცაა და ობიექტიც, სცენაც და დეკორაციაც.ექიმმა გარინმა როგორმე უნდა ჩააღწიოს და ჩაიტანოს ვაქცინა სოფელ დოლგოეში, სადაც შავჟამიანობა მძვინვარებს. თუ სნეულებს არ აცრის, ეპიდემია მთელ ქვეყანაში გავრცელდება და ადამიანებს ზომბებად აქცევს. გზა რთულია – ქარბუქი ბობოქრობს, სტიქია, როგორც ადამიანთა ბედის განმსაზღვრელი. ეს არის მეტაფიზიკური მოგზაურობა იქ, სადაც უძრაობაა, დრო კი გაყინული.