ანოტაცია: ბროდსკიმ იგი დოსტოევსკის შეადარა და ჯოისის, მუზილისა და კაფკას გვერდით დააყენა, მეორე მხრივ, იგი აშკარად იმსახურებს ადგილს ბეკეტისა და იონესკოს გვერდითაც. პლატონოვის გენია სტალინმაც კი დაინახა და დაწერა: „ნიჭიერი მწერალია, მაგრამ გარეწარი“; პლატონოვის გენიალური ქმნილებები „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“ თავისთავად ქმნიან ტრილოგიას, თუმცა ავტორს ისინი ასე არ გაუერთიანებია; პირველი უტოპიაა, მეორე – ანტიუტოპია, ხოლო მესამე „რწმენის გამოცდის“ ფეერია.