ანოტაცია: ჰერმან ჰესე (1877-1962) მე-20 საუკუნის გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში აისახა დასავლეთ-ევროპული ინტელიგენციის რამდენიმე თაობის სულიერი ცხოვრება. მწერლის ნაწარმოებები აგრძელებენ გერმანული ლიტერატურის ჰუმანისტურ ტრადიციებს.1932 წელს გამოქვეყნებული "მოხილვა დილის ქვეყნისა" მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო ტექსტი ბოლო 39 წლის განმავლობაში საქართველოში დავიწყებული იყო.