ანოტაცია: „რადეცკის მარში“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თხზულებათა ოცეულში მოიაზრებენ, პირველად 1932 წელს ბერლინში გამოიცა. რომანი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების მაგალითზე გადმოგვცემს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ჰაბსბურგთა დინასტიისა და ზოგადად ძველი ევროპის დაცემის ისტორიას.