ანოტაცია: „როცა მეტირება, არ ვტირი“ მიგელ ოტერო სილვას შედევრად და ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად არის მიჩნეული. ნაწარმოებში მოვლენები ქვეყნის ისტორიის არეულ პერიოდში ვითარდება და იმდროინდელი ვენესუელის სოციალურ-პოლიტიკური ქაოსით, გაურკვევლობითა და ცვლილებებით არის გაჟღენთილი.მიგელ ოტერო სილვას რომანის სამივე გმირი ერთ დღეს დაიბადა, სამივეს ვიქტორინო დაარქვეს და განგებამაც სამივეს საერთო ბედისწერა არგუნა...