ანოტაცია: რომენ გარის კალამს ეკუთვნის ოცზე მეტი რომანი, პიესა, მოთხრობების კრებული, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა - რომენ გარი, ემილ აჟარი, ფოსკო სინიბალდი, შატან ბოგატი. იგი ერთადერთი მწერალია, რომელსაც ორჯერ აქვს მიღებული საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია - გონკურის პრემია - წიგნებისთვის "ცის ფესვები" და "ცხოვრება წინაა". მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ სხვადასხვა ფსევდონიმით გამოქვეყნებული ეს ორი ნაწარმოები ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნოდა.