ანოტაცია: შელ ასკილდსენი გამორჩეული თანამედროვე ნორვეგიელი პროზაიკოსია. ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული თანამედროვე ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის. ასკილდსენი ცნობილია როგორც უკიდურესად მინიმალისტური მოკლე მოთხრობების ავტორი, რომლებშიც გმირები ხან მარტოობას ებრძვიან, ხან კი ეგზისტენციალურ პრობლემებს ეჭიდებიან. კრებული „უეცრად გამათავისუფლებელი ფიქრი“ მწერლის ყველაზე ცნობილ და თავის დროზე სკანდალურ მოთხრობებს მოიცავს.