ანოტაცია: „მექანიკური პრინცესა“ ჯოჯოხეთური მექანიზმების ტრილოგიის საფინალო წიგნია. ბრძოლა ძალაუფლებისა და შურისძიების წყურვილით შეპყრობილ მაგისტრთან, რომელიც მთელ ლანდმონადირეთა საზოგადოებას ემუქრება, კულმინაციამდე მიდის. რა გაიმარჯვებს – ბოროტება თუ სიკეთე? რა საიდუმლოს მალავს ტესა გრეის წარმოშობა და ვინ არის ის სინამდვილეში – ანგელოზის სისხლიანი ნეფილიმი თუ დემონის შთამომავალი? რომელი პარაბატაის გამარჯვებით დასრულდება ბრძოლა სასიყვარულო სარბიელზე? შესაძლებელია თუ არა ჯოჯოხეთური მექანიზმების შეჩერება?..