ანოტაცია: რუსულენოვანი ებრაელი მწერლის, ალექსანდრ ლევკოვსკის დოკუმენტური რომანი ,,ყველაზე შორეული ზურგი" მოგვითხრობს 1943 წლის ზაფხულის მღელვარე პერიოდზე. რომანის მოქმედება სსრკ-ში, ჩინეთში, ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთსა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე ვითარდება.