ანოტაცია: მოთხრობა აგებულია ექიმის ჩანაწერებზე, საიდანაც ირკვევა, როგორ გახდება ახალგაზრდა ექიმი ნარკოდამოკიდებული და როგორია ამის შემდეგ მისი ცხოვრება. შეიძლება ითქვას,რომ მწერალმა ექიმის მაგალითზე პრობლემა განაზოგადა და საკითხის სირთულე და ტრაგიკული მრავალწახნაგოვნება წარმოაჩინა; როგორია ნარკომანის ემოციური თუ ფიზიკური მდგომარეობა, სად და როდის, რატომ იწყება ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური დეგრადაცია, როგორ ქვეითდება პიროვნების ბრძოლისუნარიანობა, რატომ კარგავს აზრს საკუთარი თავისთვის ბრძოლა.