ანოტაცია: რობერტ გრეივზის (1895-1985) ყველაზე ცნობილი რომანი, ისტორიული ჟანრის შედევრი და რომის იმპერიაზე დაწერილ საკითხავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი. ეს წიგნი ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები, კალიგულას მემკვიდრე და ნერონის წინამორბედი იმპერატორის, კლავდიუსის ავტობიოგრაფიაა. „მე, კლავდიუსი“ XX საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორისაა დასახელებული.