ანოტაცია: "სიცოცხლის ნაპერწკალი" რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებლ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობასა და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს,რომ აკარგვინებს. მაგრამ როცა ზღვარზე ხარ, როცა კიდეც გადასცდები ზღვარს, მაშინაც კი არ მთავრდება თურმე ყველაფერი... ეს წიგნიც ამაზეა.