ანოტაცია: რომანში "ამერიკა", აღწერილია 16 წლის ემიგრანტის, კარლ როსმანის მოგზაურობა და ცხოვრება მრავალთა საოცნებო ქვეყანაში. მშრალი, თითქოს და დოკუმენტური თხრობის მიუხედავად, რომანში გენიალურადაა გადმოცემული პერსონაჟის ცნობიერების სიღრმეები. თავად მწერალი არსად სჩანს, კომენტარებისგან თავს იკავებს, უბრალოდ, დაწვრილებით აღწერს სიტუაციას და დასკვნების გამოტანას მკითხველს მიანდობს.