ანოტაცია: "ბალადა მოქნილ ტყვიაზე" საშინელ თავგადასავალს არა, მაგრამ მეტად უცნაურ, უჩვეულო, დაუჯერებელ ამბავს კი გვიამბობს. მთხრობელი რედაქტორია, რომელიც ერთი მწერლის ფანტაზიაზე, წარმოსახვასა და სიგიჟეზე და მთელი ამ ამბის დრამატიზმზე გვიყვება. როგორ წარმოიშობა სიგიჟე? სიგიჟეს აქვს დასაწყისი... "სიგიჟე გზაა, რევოლვერის ლულიდან გამოვარდნილი ტყვიაა"... მოქნილი ტყვიაა! ახლა სწორედ ამ გზის გავლა გელით - ემოციური, დაძაბული მოგზაურობა უცნაურ პერსონაჟებთან - ფორნიტებთან ერთად!