ანოტაცია: "ჰაუპტმანი სოციალური თანაგრძნობის პოეტია"-იძულებული ვარ,მეც გავიმეორო ეს საყოველთაოდ მიღებული შეხედულება.ოღონდ სიტყვები: "საწყალი,რამდენის გადატანა მოუხდა!" გამოხატავს არა თანაგრძნობას,რომელიც ჩვენ მიერ ასე დაფასებული მისი შემოქმედების სულს წარმოადგენს,არამედ თვით ტანჯვას,მის კოშმარულ ზმანებათა აუტანელ ტანჯვა-ვაებას,დროდადრო რომ მძლავრ ხატოვანებას აღწევს პოეზიის ძლევამოსილების წყალობით." - თომას მანი