ანოტაცია: „ფუკოს ქანქარა“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს მეორე რომანია. განუმეორებელი სტილი - ისტორიული ფაქტებით მდიდარი, სახალისო და, ამავდროულად, სევდიანი თხრობა დღესაც აჯადოებს მკითხველს. ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად.