ანოტაცია: მარგარეტ იურსენარი,დიდებული ფრანგი მწერალი და 346 წლის განმავლობაში საფრანგეთის აკადემიის ე.წ."უკვდავთა" წევრობის პატივის მქონე პირველი ქალი საოცარი ფერებითა და ძალით გადმოგვცემს XVI საუკუნის ომების,რეფორმაციების,აუტო-დაფეების ეპოქას-შუასაუკუნეებისა და აღორძინების ხანის ჭიდილს,რომლის წიაღიც უკვე შობდა ახალ სამყაროს.ნაწარმოების სათაურად აღებულია ალქიმიკოსთა ძველი ფორმულა:შავი ნაწილი "დიდი წიგნის" ყველაზე რთული ფაზაა.ფაზა მატერიის გახლეჩისა და დაშლისა,რომელიც ასევე გულისხმობდა აზრის გათავისუფლებას