ანოტაცია: ავტორს ზოგი ბეკეტს ადარებს, ზოგი კი კაურისმიაკის. და, შესაძლოა, სწორედ ამ ორი გენიოსის კომბინაციამ მიგვანიშნოს რას აკეთებს რიმინენი ამ წიგნში, რომელშიც თითქმის არასდროს არაფერი ხდება. რიმინენმა თავის სადებიუტო რომანში, რომლისთვისაც დაჯილდოვდა კიდეც, საზოგადოებისგან გარიყული მეგობრების,ახირებული ადამიანების ცხოვრება გააცოცხლა. სამი არც თუ წარმატებული ადამიანი ლუდის ნისლში, სასოწარკვეთილებასა და კიდევ უფრო მეტ სასოწარკვეთილებაში იჭყლიტება. ამგვარად, ეს არის შავი იუმორი სამ განკიცხულ ადამიანზე.