ანოტაცია: მილანში აპირებენ გაზეთის გამოცემას, რომელიც მის დამფინანსებელს მედიამაგნატს სერიოზულ გავლენას მოუპოვებს. საცდელმა ნომერმა ცხადი უნდა გახადოს, რომ ამ გაზეთს შეუძლია საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს პრობლემები შეუქმნას, ნომრის მზადების კვალდაკვალ წიგნში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი, ჟურნალისტის მკვლელობა, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია...
"საცდელი ნომერი" ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს ბოლო რომანია...