ანოტაცია: "ვამპირების აკადემია" ექვსი წიგნისგან შემდგარი საგაა. მესამე წიგნში "აჩრდილის ამბორი" მოვლენები აკადემიაში ვითარდება. დამამთავრებელი კურსის ახალწვეულების ყველაზე მნიშნვნელოვანი გამოცდა - საველე წვრთნა უტარდებათ. სწორედ ამ გამოცდაზეა დამოკიდებული, გახდებიან თუ არა ვამპირები მცველები და დაამთავრებენ თუ არა აკადემიას, მაგრამ მოულოდნელად მოვლენათა ეპიცენტრში სტრიგოიების ტყვეობის შედეგად გარდაცვლილი მეისონი ჩნდება. როუზის რეპუტაციას და კარიერას საფრთხე ემუქრება.