ანოტაცია: კრებულში მოთავსებულია ერთი თაობის სამი ირანელი მწერლის მოთხრობებისა და ნოველების ქართული თარგმანები. ღოლამჰოსეინ საედი, ფერიდუ თონქაბონი და კამალ მირ სადეყი სამწერლო ასპარეზზე თითქმის ერთდროულად XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გამოვიდნენ. წარმოდგენილ მოთხრობებსა და ნოველებში სოციალურ საკითხებთან ერთად, განხილულია ზნეობრივ-ეთიკური პრობლემებიც, მოცემულია პერსონალთა ხასიათების ფსიქოლოგიური ანალიზი.