ანოტაცია: ადამიანი უხსოვარი დროიდან ებრძოდა ათასგვარ სტიქიას თუ კატასტროფას და ამ ბრძოლებში განვითარდა კიდეც. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა მოულოდნელი უბედურება გატყდება თავს? მით უმეტეს, თუკი ეს უბედურება არც მეტი, არც ნაკლები, დიდი თეთრი კაციჭამია ზვიგენია? ცნობილი ამერიკელი მწერლის, სცენარისტისა და ზვიგენების დამცველის, პიტერ ბენჩლის გახმაურებული რომანი "ყბები" 1974 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება. მალევე წიგნის მიხედვით რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.