ანოტაცია: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს "აფრიკელი" ინტიმური ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც მწერალმა 64 წლის ასაკში დაწერა. ლე კლეზიო წერს "აფრიკელზე", მამაზე, რომელმაც, ბრიტანეთის უნივერსიტეტის ტროპიკული დაავადებების სპეციალობის დამთავრების შემდეგ ცხოვრების ოცი წელი არა მარტო კეთროვანთა და მალარიით დაავადებულთა მკურნალობას შესწირა, არამედ კოლონიურ საზოგადოებასთან ბრძოლასაც. ის ოგოჟაში, კროს რივერის ამ მხარეში ერთადერთი ექიმი იყო და ყველაფერს მარტო აკეთებდა.