ანოტაცია: ლიდიას და არვიდს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდებათ, მაგრამ იძულებულნი არიან სხვებზე დაქორწინდნენ. თუმცა სიყვარული დაუმორჩილებელია და ისინი ათი წლის შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ”სერიოზული თამაში” ას წელზე მეტია სიყვარულის დაუვიწყარ ისტორიას მოგვითხრობს და ყოველ ახალ თაობაში პოულობს ერთგულ მკითხველს. მკითხველი თანაუგრძნობს გმირებს, რომლებიც ცხოვრობენ ეპოქაში, როცა შეყვარებულთა ბედს არა სიყვარული, არამედ ოჯახური ინტერესები და წეს-ჩვეულებები განაგებენ.