ანოტაცია: "გრძნეულთა საძმოს" მცდელობის მიუხედავად, უკანასკნელი შეუსმელი აპოფაიების ტყვეობაშია. რა მოხდა ტყეში? დაიღუპნენ თუ არა დეას მცველები? ვინ გამოუჩნდება სიცოცხლის სურვილდაკარგულ გოგონას დამხმარედ და მეგობრად აპოფაისის ტაძარში? რა ბედი ეწია მეორე შეუსმელს? სამყაროს გადარჩენის ერთადერთი გზა სტიუარტის გულზე გადის. როლები შეიცვალა - ახლა დეამ უნდა მოხიბლოს უგრძნობი ლუციფენი, რომ ბნელეთის ღმერთის ერთგული მსახური გაქცევაში დაეხმაროს. დრო ცოტაა. აპოფიასის გამოღვიძება ახლოვდება. წყვდიადი ისადგურებს.