ანოტაცია: საუკუნეები გავიდა, რაც დედამიწაზე ფეხი არავის დაუდგამს.. გამანადგურებელი ატომური ომის შემდეგ კაცობრიობა კოსმოსურ ხომალდზე ცხოვრობს, დედამიწის რადიოაქტიური სივრცისგან შორს. ერთ დღესაც ხელისუფლება ას დამნაშავე მოზარდს დედამიწაზე გზავნის მისიით - მათ პლანეტის ხელახალი კოლონიზაცია ევალებათ. დავალება დამნაშავეთათვის ან სიცოცხლის უფლების მოპოვების შანსია, ან - დამღუპველი განაჩენი... გადაბურებულ ხმელეთზე ასეულს თავის გადასარჩენად ბრძოლა უწევს.