ანოტაცია: იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, დინო ბუცატის "თათრების უდაბნო" მეოცე საუკუნის რომანებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს...