ანოტაცია: ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას", რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება" – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული" ამერიკის შეჯახებაა დახატული.