ანოტაცია: პირველი დამოუკიდებელი რომანი, რომელმაც სახელი გაუთქვა ცნობილ ფრანგ მწერალ–ქალს, ჟორჟ სანდს (მისი ნამდვილი სახელი და გვარია ავრორა დიუპენი) „ინდიანა“ იყო: რომანი 1832 წელს გამოქვეყნდა და თავიდანვე მკითხველის დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურა.მეორე ნაწარმოები – „მოზაიკის ოსტატები“ – მწერალმა თავის ცამეტი წლის ვაჟს, მორისს უძღვნა.„მე მინდოდა არა მარტო გამერთო მორისი, ცოტაოდენი ცოდნაც მიმეცაო“, – წერდა მოგვიანებით ჟორჟ სანდი.