ანოტაცია: რეი ბრედბერი მოთხრობების კრებული "მთელი ზაფხული ერთ დღეში" საინტერესო და გამორჩეული წიგნია, რადგან თავად ავტორის უსაყვარლეს მოთხრობებს აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი პირქუში და ცოტა საშიშია, ზოგი კი ლაღი და ოპტიმისტური. წიგნი სავსეა ახალი პლანეტებისა და სამყაროების აღმოჩენის ჟინით, უცნაური და ცოცხალი პლანეტებით, ადამიანთა უამრავი ნაკლითა და ღირსებებით, საოცარი, დაუვიწყარი ზაფხულებით და ოდნავი სევდით შეზავებული, იმედიანი ამბებით.