ანოტაცია: ელინორი - წითური თმა, უცნაური ჩაცმულობა. პარკთან შეხვედრის შემდეგ, იმ კოსმონავტს ჰგავს, ერთბაშად რომ დაკარგა დედამიწასთან კავშირი. მსუქანია, მაგრამ პუტკუნა ტუჩები ნაკლად ვერ ჩაითვლება.
პარკი - ყოველთვის იცის, გოგონას რომელი სიმღერა მოეწონება და რომელი - არა. წინასწარ ხვდება, რისი თქმა უნდა და, ვიდრე ელინორი თხრობას დაასრულებს, უკვე იცინის. თექსვმეტი წლის გოგო და ბიჭი. უკვე საკმაო დიდები არიან და იციან, რომ პირველი სიყვარული დიდხანს არ გრძელდება, მაინც ჰყოფნით გამბედაობა, სცადონ...