ანოტაცია: ისტორიული რომანების ავტორს, ამერიკელ მწერალ ტრეისი შევალიეს (1962) საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც დიდი ჰოლანდიელი მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატის შექმნის საინტერესო ვერსიას გვთავაზობს. ისტორიის მოსათხრობად მწერალმა ორიგინალურ მხატვრულ ხერხს მიმართა: ამბავს თვით ვერმეერის ნახატზე გამოსახული მშვენიერი გოგონა გვიყვება. არავინ იცის, ვინ არის აღბეჭდილი ამ ტილოზე.