ანოტაცია: დიდი ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის (1926-2005) რომანი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფსიქოლოგიური დრამის ბრწყინვალე ნიმუში და თანამედროვე ლიტერატურის შედევრია. მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება. დარვინის იდეებით გატაცებული ახალგაზრდა არისტოკრატი, რომელიც მდიდარი კომერსანტის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებს, შემთხვევით გადაეყრება ყველას მიერ ცოდვილად შერაცხულ ქალს, თავისი ნებით რომ აღუმართავს კედელი საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს შორის.