ანოტაცია: "როცა ჩემი ყოველდღიურობის ეს ღამეული ნაწილი სამუშაოზე ყოფნისას გონებაში წამომიტივტივდებოდა, მხოლოდ ამის გაფიქრებაღა შემეძლო: "არა!ცდები! ის სახლიცა და ადამიანებიც შენ მოიგენე," - წერს მწერალი რომანში "კრძალვითა და ცახცახით". ყოველდღიურობის სწორედ ამ ღამეულ ნაწილზე მოგვითხრობს ნოტომი ნაწარმოებში "არც ევა, არც ადამი"; იმ ადამიანებზე, რომლებიც მეტროს თერთმეტი გაჩერების იქით ელოდნენ, რომელთაც უყვარდათ და პატივს სცემდნენ; იმ პირად ცხოვრებაზე, რომელზე საუბარიც არ ისურვა მანამდე - 1999 წლამდე.