ანოტაცია: ცნობილი ფრანგი მწერლის, სტენდალის რომანი „პარმის სავანე“ ერთ–ერთი საუკეთესოა მის მრავალფეროვან შემოქმედებაში –რომანებისა და ნოველების გარდა, მას მნიშვნელოვანი შრომები აქვს დაწერილი მხატვრობასა და მუსიკაზე. რომანში მოქმედება ხდება 1796 წლიდან 1830 წლამდე –იტალიაში ნაპოლეონის ჯარების შესვლიდან (ავტორი თავად იყო ნაპოლეონის რამდენიმე კამპანიის მონაწილე) საფრანგეთის ივლისის რევოლუციამდე. რომანში ასახულია პარმის პატარა დესპოტური სამეფო კარის ინტრიგები, შიში შეთქმულებებისა და რევოლუციისადმი.