ანოტაცია: ”ინგლისი, ინგლისი” ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) რომანია, რომელიც, კრიტიკოსთა აღიარებით, პოსტმოდერნული, სატირული და ანტიუტოპიური ლიტერატურის ნიმუშს წარმოადგენს. რა უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში - ორიგინალი თუ ასლი? სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება სიმულაციური პროცესებით გატაცებამ? შესაძლებელია თუ არა წარსულის გამოგონება და გამოგონილი ტრადიციებით ცხოვრება? - ქვეყანაში,სადაც ასეთი კითხვები ბუნებრივად ჩნდება,რომანის მთავარი გმირი,მართა კოკრინი ბედნიერებას ეძებს.