ანოტაცია: თქვენ წინაშეა უმბერტო ეკოს ესეების კრებული ”მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები”. შემთხვევითი იმიტომ, რომ კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია ”შეკვეთით”, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე სხვადასხვა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს, ანუ თავადაც იხალისოს და მკითხველიც გაართოს.