ანოტაცია: აღმოჩენა უცნობი ქვეყნისა, რომლის მოსახლეობა ჩვენთვის უცხო ენაზე საუბრობს, ყოველთვის მღელვარებას იწვევს. ხოლო, მიგნება მწერლებისა და პოეტებისა, რომელთაც ამ ენაზე დიდი პროზა და პოეზია შეუქმნიათ, უჩვეულო განცდას ბადებს. შეხვედრა ქართველებთან და ქართულ კულტურასთან ჩვენში დიდბუნებოვან, წყნარსა და გამჭოლ სულს აღვიძებს. ვგრძნობთ, რომ საიდუმლოს ვეხებით - ბედის თანაზიარობას ადამიანთა, მწერალთა, ძველი ხალხების შვილთა შორის, რომელნიც მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე თავისუფლებისთვი იბრძოდნენ.