ანოტაცია: აგათა კრისტი არის XX საუკუნის საკულტო სახელი და არა მხოლოდ ლიტერატურაში. ეს არის აზროვნების განსაკუთრებული მეთოდის შემქმნელი ქალბატონი, რომელსაც ფანტაზიისა და გამოგონების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. ის არ ყოფილა დეტექტიური ჟანრის ნოვატორი, თუმცა მოახერხა და ამ ჟანრის კლასიკური ნაწარმოებები დაუტოვა მსოფლიოს. დეტექტივების მწერალი სხვა ავტორებისგან გამოირჩევა იმითაც, რომ შექმნა დეტექტივ-გამომძიებლის არა ერთი, არამედ რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟი.