ანოტაცია: ბორხესი სიტყვაძუნწი მწერალია – წერს ლაკონურად, თანმიმდევრულად, სწორხაზოვნად. ერთ-ერთ მოთხრობაში თავადვე აღნიშნავს, თანმიმდევრული თხრობა წვრილმანებს მეტისმეტად აზვიადებსო. ამ თანმიმდევრული, მეთოდური თხრობის მიუხედავად, ბორხესის ენა პოეზიის ენასთან უფრო ახლოსაა.
რეალურად მთარგმნელი ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას: შეინარჩუნოს ამბის გარეგნული „სიცივე“ და ამავდროულად, მკითხველამდე მიიტანოს ის ფარული მღელვარება და ღრმა შინაგანი მელანქოლია, რომელსაც ბორხესის მაგია ჰქვია.