ანოტაცია: ამერიკელი ბიოქიმიკოსი ჯეიმზ დიუი უოტსონი დაიბადა ჩიკაგოში 1928 წელს. 1953 წელს ფრენსის კრიკთან ერთად შეიმუშავა დნმ-ს სივრცითი სტრუქტურის მოდელი (ე.წ. "ორმაგი სპირალი"), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა მოლეკულაში კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის წაკითხვა. 1962 წელს ფრენსის კრიკთან და მორის უილკინსთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში. წიგნი "ორმაგის სპირალი" საინტერესოდ მოგვითხრობს ამ დიდი აღმოჩენის შესახებ.