ანოტაცია: 1942 წელს ესპანელმა მწერალმა კამილო ხოსე სელამ გამოაქვეყნა რომანი პასკუალე დუარტეს ოჯახი, რომელმაც ომისშემდგომ ესპანურ ლიტერატურაში პირველმა დააღვია სიჩუმე და დასაბამი მისცა ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას.
რომანში აღწერილი მძაფრი, სისხლიანი და შავბნელი სამყარო იქცა მთავარ მეტაფორად, რომლითაც მწერალმა თანადროული ესპანეთის და დანარჩენი მსოფლიოს სულიერი არსი გამოხატა.