ანოტაცია: 1907 წლის ნობელიანტი ინგლისელი მწერალი რადიარდ კიპლინგი ინდოეთში დაიბადა. სწორედ ამან განაპირობა მისი დაინტერესება ინდოეთით, რაც შთამბეჭდავად აისახა კიდეც კიპლინგის შემოქმედებაში. წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ინდური ციკლის მოთხრობები, რომლებიც, კიპლინგისავე თქმით: „შეგროვილია ათას კუთხეში, ყველა ჯურის ხალხში“.
საქვეყნოდ პოპულარული მაუგლის შემდეგ, ეს არასაბავშვო მოთხრობები პირველად ითარგმნა ქართულად.